06 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
"წასული იყო და უნდა ჩამოსულიყო მალე 25 დღეში" - გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველის დედა  

გერმანიის ციხიდან გაქცეული, ვაჟა ბურჯანაძის ოჯახმა შვილის გერმანიის ციხიდან გაქცევის შესახებ ინფორმაცია "კურიერის" ეთერიდან შეიტყო. ბურჯანაძის ოჯახი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

ვაჟა ბურჯანაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი გერმანიაში წასვლიდან ერთ თვეში უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა რას საქმიანობდა საზღვარგარეთ გაქცეული პატიმარი, ოჯახის წევრებისთვის უცნობია.   

37 წლის მამაკაცის დედა ამბობს, რომ მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ისინი მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიიდან იგებენ.  

„ახლა ვუყურე "კურიერს", არ ვიცოდი. წასული იყო და უნდა ჩამოსულიყო მალე, 25 დღეში, აღარ ჩამოვიდა და მოხდა ეს,“ - ამბობს ვაჟა ბურჯანაძის დედა.

ადგილობრივის მცხოვრებლების ნაწილი კი საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაჟა ბურჯანაძე გერმანიაში დაპატიმრებული იყო და ის ციხიდან გაიქცა. 

 

დღის ამბები