02 მაისი 2024,   07:10
ვრცლად
იმედი არ მაქვს, მგონია, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას სრულად - მურადაშვილი

„იმედი არ მაქვს, მე მგონია, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას სრულად, ან შეიძლება ოდნავ მოდიფიცირებული სახით“, - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა იურისტმა, თამთა მურადაშვილმა "კურიერთან" გააკეთა.

მურადაშვილის თქმით, პროკურატურა გაცილებით მძიმე პრობლემებზე უნდა ორიენტირდეს და სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ კორუფციას ებრძოლოს.

„მოსამართლე თავიდან მომეჩვენა, რომ აგრესიული იყო. არ ვიცი, შეიძლება უნდოდა, რომ დემონსტრირება მოეხდინა, რომ ფლობს სიტუაციას და კონტროლს სხდომის დარბაზში, თუმცა, იყო პერიოდები, როდესაც, პრაქტიკულად, პროკურატურის პოზიციას იცავდა და კითხვები, რომელიც პროკურატურის მიმართ იყო დაცული, თავად სცემდა პასუხს პროკურატურის ნაცვლად. იმედი არ მაქვს, მე მგონია, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას სრულად, ან შეიძლება ოდნავ მოდიფიცირებული სახით“, - განაცხადა მურადაშვილმა.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

დღის ამბები