02 მაისი 2024,   07:24
ვრცლად
ამ ხალხმა კარგად იცის, ივანიშვილმაც, პროკურატურამაც, სხვა სამართალდამცავებმაც, რომ მე ფული არ მაქვს და არ გამიკეთებია - გვარამია

„ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილმაც, პროკურატურამაც, სხვა სამართალდამცავებმაც, რომ მე ფული არ მაქვს და არ გამიკეთებია“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა.

"რუთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ამ დროისთვის კვლავ საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება.

„საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკიც არ არის რელევანტური. ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილმაც, პროკურატურამაც, სხვა სამართალდამცავებმაც, რომ მე ფული არ მაქვს და არ გამიკეთებია. ამათ ეჩვენებათ, რომ მე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმქონდა ფული და მგონი, აკლიათ "ენმ-ის" ნიადაგზე იმიტომ, რომ "ენმ-ში" მიმქონდა ფული კი არა, ხელფასი საიდან დამერიგებინა იმის ფიქრის მეტი არაფერზე არ მიფიქრია 7 წლის განმავლობაში“, - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები