02 მაისი 2024,   04:43
ვრცლად
დონბასის მცხოვრებლებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს ევროკავშირი არ აღაირებს - ევროკავშირი სპეციალურ რეკომენდაციებზე მუშაობს

დონბასში დარიგებულ რუსულ პასპორტებთან დაკავშირებით ევროკავშირი სპეციალურ რეკომენდაციებზე მუშაობს. სამოქმედო გეგმა, რომელსაც ევროკომისია ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს აცნობს, დონბასის მცხოვრებლებზე გაცემული რუსული პასპორტების გამოვლენას და მათ არ აღიარებას ითვალისწინებს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული. პირველი სახელმწიფო, რომელმაც განაცხადა, რომ რუსულ პასპორტებს არ ცნობს, ესტონეთი იყო, მეორე დღეს კი ანალოგიური გადაწყვეტილება ლიეტუვამ და ლიტვამ მიიღეს.

დონბასის მოსახლეობისთვის დარიგებული პასპორტების არ აღიარების მთავარი ინსტრუმენტი ამ ადამიანებისთვის შენგენის ვიზაზე უარის თქმა იქნება.

დღის ამბები