17 სექტემბერი 2019,   03:11
ვრცლად
ბრექსიტი - ყოფილი კანცლერი ბორის ჯონსონს ახალი გარიგების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

ბრექსიტი - დიდი ბრიტანეთის ყოფილი კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ბორის ჯონსონს ახალი გარიგების ჩაშლის მცდელობაში  ადანაშაულებს. ფილიპ ჰემონდის შეფასებით, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომელსაც ევროკავშირი არასდროს დათანხმდება. მისივე თქმით, ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გასვლა 2016 წლის რეფერენდუმის შედეგების ღალატი იქნება, ამიტომ ჰემონდის აზრით, მსგავს გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პარლამენტი დაბლოკავს.

ოფიციალურმა ლონდონმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.

დღის ამბები