02 მაისი 2024,   01:39
ვრცლად
პრეზიდენტი შვებულებაში არ იმყოფება და განცხადებას გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე დღის ბოლოს გააკეთებს - პრეზიდენტის პრესსამსახური 

საქართველოს პრეზიდენტი შვებულებაში არ იმყოფება და განცხადებას გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დღის ბოლოს გაავრცელებს - ამის შესახებ "რუსთავი2"-ს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ირინა შენგელიამ განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, შექმნილი ვითარების შესახებ პრეზიდენტის შეფასება ცნობილი, დღის ბოლოს გახდება. 

რუსი ოკუპანტები გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციას დღეს დილიდან განაგრძობენ. საოკუპაციო პროცესმა სოფლის შუაგულში გადაინაცვლა. რკინის ბოძები რუს სამხედროებს სატვირთო მანქანებით გადააქვთ. ოკუპანტები ამ წუთებში რკინის ბოძებს ერთ-ერთი ადგილობრივის ნაკვეთში ამონტაჟებენ. მოსახლეობა იძულებულია დაშალოს საკუთარი სახლები და დატოვოს ტერიტორია. ხალხი შველას ითხოვს.

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყეს, თუმცა რამდენიმე დღით სამუშაოები შეაჩერეს. დღეს დილიდან კი ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი განაახლეს და ბოძები დამონტაჟება დაიწყეს. გავლებულია ვათულხლართები. ე.წ. საზღვარს იქეთ, ექცევა რამდენიმე მოსახლე. ასევე წყლის რეზერვუარი. 

საქართველოს პრეზიდენტს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. 

დღის ამბები