04 მაისი 2024,   12:08
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა 

ბალისტიკური რაკეტების მორიგი გამოცდა ჩრდილოეთ კორეაში - სამხრეთ კორეელი სამხედროების ინფორმაციით, 2 უცნობი ტიპის ჭურვი იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს. ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ეს ოფიციალური ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტების გამოცდის რიგით მეექვსე ფაქტია. სამხრეთ კორეა კვლავ სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება.

რაკეტების გამოცდების ფონზე ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთთან მოლაპარაკებებს აღარ გამართავს.

დღის ამბები