04 მაისი 2024,   11:55
ვრცლად
ჰონგ-კონგის პოლიციამ ფრანგი ექსტრემალი, ფსევდონიმით სპაიდერმენი, დააკავა

ჰონგ-კონგის პოლიციამ ფრანგი ექსტრემალი დააკავა. ალენ რობერტი, რომელსაც საზოგადოება სპაიდერმენის ფსევდონიმით იცნობს, ჰონგ-კონგის ცათამბჯენზე ავიდა და გიგანტური პლაკატი გამოფინა.

ექსტრემალმა მორიგი ლაშქრობა დაუსრულებელი ანტი-სამთავრობო აქციებისა და დარბევების ფონზე დაგეგმა და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა. ალენ რობერტმა სამშვიდობო გზავნილისთვის ჰონგ-კონგის უმდიდრესი ადამიანის ბიზნესცენტრის შეარჩია და 283 მეტრის სიმაღლის შენობა ტრადიციულად დაზღვევის გარეშე დალაშქრა.

ფრანგი სპაიდერმენის ნაბიჯს ბიზნესმენიც გამოეხმაურა და დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები