26 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
განგაში ნიუ-იორკში - ქვემო მანჰეტენზე ორი საეჭვო პაკეტია აღმოჩენილი

განგაში ნიუ-იორკში - პოლიცია და ანტიტერორისტული ქვედანაყოფი ქვემო მანჰეტენზე მთავარ სატრანზიტო ჰაბთანაა მობილიზებული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი საეჭვო პაკეტია აღმოჩენილი. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი საეჭვო ნივთი მეტროსადგურზე გამვლელებმა შენიშნეს და პოლიციაში დარეკეს.

ძალოვანებმა მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს და გამნაღმველები გამოიძახეს. სხვა დეტალებს პოლიცია არ ასაჯაროვებს, თუმცა ნიუ-იორკელებს და ქალაქში მყოფ ტურისტებს მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოვებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

დღის ამბები