26 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
2013 წლიდან დღემდე 1500 ზე მეტი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა - თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას განცხადებით პასუხობს 

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უწყება სამხედროებისთვის ბინების გადაცემის ვალდებულებას ასრულებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე სამინისტრომ 1500 ზე მეტი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოახდინა. დარჩენილია 700 ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის წინაშე ვალდებულების შესრულება. განცხადების მიხედვით დგინდება, რომ ვალდებულებებს თავდაცვის სამინისტრო 2020 წელს შეასრულებს.

48-გვერდიან დოკუმენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მინისტრის ბრძანებით შექმნილ კომისიას უარყოფითად აფასებს.

აუდიტის დასკვნის თანახმად, საბინაო ფონდის მართვის სისტემაში უამრავი ხარვეზია. უწყებაში წლების განმავლობაში დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა და კონტროლის სუსტი მექანიზმები.

დასკვნაში წერია, რომ რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო, საბინაო ფონდის სიმცირის გამო კი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვან ნაწილს, სახელმწიფოსგან სამსახურებრივი ბინა არ მიუღია. აუდიტის სამსახური ასევე წერს, რომ სამხედროების ბინით დაკმაყოფილების გარკვეული პოტენციალი გააჩნია, რასაც თავდაცვის სამინისტრო არ იყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები