26 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრები გრძელდება - სტიქიას რამდენიმე დღეა, უშედეგოდ ებრძვიან

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრები გრძელდება. სტიქიას სამაშველო ჯგუფები უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ებრძვიან. ხანძარი ქალაქ ტეხედას მახლობლად გაჩნდა და რამდენიმე მიმართულებით ვრცელდება. დამწვარია 3 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

ცეცხლის ჩაქრობას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულთა რაოდენობა 8 ათასამდე გაიზარდა. ხანძარი ამ დროისთვის კუნძულის სანაპირო ზოლთან შედარებით, უფრო მეტ ზიანს მთიან რაიონებს აყენებს.

სამაშველო ოპერაციაში 700-ზე მეტი მეხანძრე და 20-მდე ვერტმფრენია ჩართული. 

დღის ამბები