04 მაისი 2024,   12:11
ვრცლად
ზურაბიშვილმა "Paramount Pictures-ის" აღმასრულებელ დირექტორს პროექტი "გადაიღე საქართველოში" გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ბლუმბერგის" ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო. ღონისძიებას მასპინძლობას  ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი უწევდა.

სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შეხვედრა გამართა "Paramount Pictures -ის" აღმასრულებელ დირექტორთან ჯეიმს ჯიანოპულოსთან, რომელსაც პრეზიდენტმა სახელმწიფო პროგრამის "გადაიღე საქართველოში" პირობები გააცნო. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. 

დღის ამბები