26 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
"ტაქსის რეფორმა ჯერ არ დასრულებულა" - თბილისის ვიცემერი დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ტაქსის რეფორმა ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, იქნება გარკვეული ცვლილებები, მერიის მიზანი კი სერვისის გაუმჯობესებაა. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ამ დროისათვის ტაქსების 24 % A კატეგორიას განეკუთვნება, დანარჩენი 75 %-ის კატეგორიზაციის პროცესი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"ორივე კომპონენტი, ტაქსების რეფორმა და ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა არის ჩვენი ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო სისტემის განვითარებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას. საცობებისგან ქალაქის განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების შემცირებას,"-  განაცხადა ხმალაძემ.  

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. დღეიდან ტაქსი A და B კატეგორიად დაიყო. B კატეგორიის მძღოლები ქუჩაში მგზავრებს ვეღარ აიყვანენ და არ ექნებათ არც ტაქსის ნიშნები.

მძღოლების ნაწილი პირველივე დღეს ასი ლარით დააჯარიმეს.

დღის ამბები