02 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
"სექსისტური" - სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძის განცხადება დაგმო

საქართველოს პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძის განცხადება დაგმო. სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის დღეს გაკეთებული სექსისტური განცხადება ქალი პოლიტიკოსის მისამართით კატეგორიულად მიუღებელია.

"ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით.

ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მითუმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის.

მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.

ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე," - წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები