35 წლის დავით მუმლაძის წამებით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს: გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთი ბრალდებული ზურაბ ჯღარკავა ამ დრომდე იძებნება.
დაცვის მხარე დაკავებულების 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.