10 მაისი 2024,   05:15
ვრცლად
ანა დოლიძე არ აკონკრეტებს რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი საზოგადოებრივ საქმიანობას იწყებს. ანა დოლიძის განცხადებით, ის ითანამშრომლებს ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან.

"ვაპირებ აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, საჯარო საზოგადოებრივ თემებზე მუშაობას. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან, რომელთა ერთადაც შევქმნი სამოქალაქო დღის წესრიგს. ამ დღის წესრიგში იქნება ყველა უმწვავესი პრობლემა დასმული, მაგალითად, აზარტული თამაშები, რეკლამა. ვეცდები, რომ ჩვენი მოქალაქეები თავად ჩავრთო "ეს ქვეყანა ჩვენიას" ეგიდით, პოლიტიკური დღის წესრიგი ცოტა გვიანდელი ამბავია, მანამდე ძალიან ბევრი რამე გვაქვს გადასაწყვეტი იმ გუნდში, რომელიც შეიქმნება,"-აცხადებს "კურიერთან" საუბრის დროს ანა დოლიძე.

ანა დოლიძეს დღეს არ დაუკონკრეტებია, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ან რომელ ექპსერტებთან აპირებს ის თანამშრომლობას, თუმცა ცნობილია, რომ პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი მართავს კონსულტაციებს პარლამენტის მოქმედ დეპუტატებთან.

დღის ამბები