28 მარტი 2020,   13:33
ვრცლად
სახელმწიფოს მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 600 ევროს გადახდა დაეკისრა - სტრასბურგის გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ  სამართლიანი განხილვის უფლების  და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა დაადგინა. 

"მოხარული ვარ, რომ ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე ვფიქრობ, ეს არ არის ჩემი, ირაკლი ბათიაშვილის გამარჯვება, ეს არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვება, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, იმ თვალსაზრისით, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ასევე, იმ დიდი მანკიერებების მხილების თვალსაზრისით, რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ ჩვენს უახლოეს წარსულში,“ - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

უფლებადამცველი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მტკიცებულებები გააყალბეს, რაზე დაყრდნობითაც გაავრცელეს საჯარო ინფორმაცია ირაკლი ბათიაშვილის ბრალეულობის თაობაზე.

სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 600 ევროს გადახდა დაეკისრა. საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო დაიწყო.

დღის ამბები