14 ნოემბერი 2019,   02:40
ვრცლად
ვითარება სირიაში - თურქეთის ავიაიერიშებს 14 ადამიანის ემსხვერპლა

14 ადამიანი, მათ შორის 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა სირიაში თურქეთის ავიაიერიშებს. არიან დაშავებულებიც.

ქალაქ რას-ალ-აინში საჰაერო შეტევის დროს დაიღუპა ერთი ჟურნალისტიც. ინფორმაცია ვრცელდება თავდასხმისას დაშავებულ 2 ფრანგ რეპორტიორზეც.

თურქეთი-სირიის საზღვარზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის განცხადებით, მათი მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე ე.წ. "უსაფრთხო ზონის" შექმნაა.

 

დღის ამბები