26 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
"უმდიდრეს ბოროტ ადამიანს შევახსენებ, რომ არ ვნებდებით და არ გვეშინია მისი" - თორნიკე მამალაძის პროტესტის ახალი ტალღა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ხვალ, 16:00 საათზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან აქციას გამართავს.

აღნიშნულის შესახებ თორნიკე მამალაძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც მამალაძე აღნიშნავს, დეკანოზის განადგურების იდეას სათავე, სწორედ შუშის სასახლეში დაედო.

„როგორც უკვე მოგახსენეთ, გადავწყვიტე პროტესტის განსხვავებულ ფორმებს მივმართო. ხვალ 15 ოქტომბერს 16 საათზე აქციას ვატარებ იქ, სადაც საქართველოს მრავალი ოჯახის უბედურების სათავეა: ბიძინა ივანიშვილის კოლბასთან. მამა გიორგის განადგურების იდეას რეზოლუცია სწორედ იქ დაედო. ამ აქციით უმდიდრეს ბოროტ ადამიანს შევახსენებ, რომ არ ვნებდებით და არ გვეშინია მისი. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ოლიგარქის მიერ დაჩაგრულ თითოეულ მოქალაქეს,“ - წერს დეკანოძის ძმა.

დღის ამბები