04 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
რუსული კომპანია "სიბირი" საქართველოში იფრენს

"როსავიაციამ" რუსულ ავიაკომპანია "სიბირს" მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენის შესრულების უფლება მისცა.

შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის საჰაერო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

რუსულმა მედიამ ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის გაცემა საქართველოსთან ფრენების აღდგენად დააანონსა, მოგვიანებით კომპანია "სიბირმა" განმარტება გააკეთა, რომ ნებართვა ფრენების აღდგენას არ ნიშნავს და პირველ რეისს მაშინ შეასრულებს, როდესაც მოსკოვი ფრენებზე აკრძალვას მოხსნის.

დღის ამბები