02 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
ბანგლადეშში 19 წლის გოგოს დაწვისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

19 წლის ბანგლადეშელი გოგოს ნუსრათ ჯაჰან რაფის მკვლელობისთვის სასამართლომ 16 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

მკვლელობა 2019 წლის 6 აპრილს ბანგლადეშის დედაქალაქიდან 160 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ფენიში მოხდა. ნუსრათი  თავის სკოლაში ცოცხლად დაწვეს მას შემდეგ რაც მან სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.  დირექტორის დაკავების შემდეგ, გოგონას მისამართით მუქარები დაიწყო, ადამიანების გარკვეული ჯგუფი პოლიციისგან მის გათავისუფლებას ნუსრათისგან კი საჩივრის უკან გამოტანას ითხოვდა.

მუქარების მიუხედავად ნუსრათი გამოცდის ჩასაბარებლად 6 აპრილს სკოლაში მაინც წავიდა, მას სკოლაში  ერთ-ერთი მოსწავლე შეხვდა და სკოლის სახურავზე აყოლა სთხოვა, სადაც მისი თქმით, მათ მეგობარს სცემდნენ. სახურავზე ასულ ნუსრეთს იქ ხუთამდე ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისგან საჩივრის უკან გამოტანა მოითხოვეს, უარის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას სხეული 80% ქონდა დამწვარი. გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სიკვდილმისჯილთა შორის არიან სკოლის დირექტორი, ნუსრათის 2 თანაკლასელი და მმართველი პარტიის ფილიალის ორი ადგილობრივი ლიდერი. პოლიცია ირწმუნება, რომ ნუსრათზე შურისძიების ბრძანება სწორედ დირექტორმა გასცა.

ნუსრათის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა და მოითხოვეს, რომ განაჩენი რაც შეიძლება მალე აღსრულდეს. ბანგლადეშში სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობას გულისხმობს.

დღის ამბები