02 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ ეპარქიაში რჩება. ბოდბელი ეპისკოპოსი სკანდალური განცხადებების შემდეგ პირველად დღეს საპატრიარქოში გამოჩნდა.  დაახლოებით ერსაათიანი შეხვედრის შემდეგ კი თქვა, რომ გადადგა.

გარდა ამისა, მეუფე იაკობმა საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს პოსტიც დატოვა.

“მივიღე გადაწყვეტილება, გადავდექი ქოროსკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თანამდებობის პოსტებიდან. საკუთარი ნებით გადავდექი და შენდობას ვითხოვ ჩემი ლექსიკის გამო,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა

შესაბამისი ბრძანება, რომელსაც ხელს საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი აწერს, ოფიცლაურად უკვე გამოქვეყნდა.

 შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა "ქართული ოცნების" მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს მძიმე ბრალდები წაუყენა.

მეუფე იაკობმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა. მისი მტკიცებით,  შეხვედრაზე პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას სთავაზობდნენ. ეპისკოპოსის თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები