02 მაისი 2024,   04:49
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილი ახალ ადვოკატთან კომუნიკაციას სასულიერო პირის მეშვეობით ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ადვოკატების აცილების შუამდგომლობა გახდა. პროკურორის განცხადებით, შესაძლოა ამ ფაქტით სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. 

დღესვე სასამართლომ ოქრუაშვილს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ოქრუაშვილი ახალ ადვოკატთან კომუნიკაციას სასულიერო პირის მეშვეობით ითხოვს. განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან მისწერა.

 

დღის ამბები