02 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
ქარელში დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა

ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში გამთენიისას გაზი აფეთქდა. "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მცხოვრებმა 60 წლამდე მამაკაცმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული ქარელიდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ.

როგორც "კურიერს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი, შენობაში ჩამსხვრეულია შუშები. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ადგილობრივების თქმით, აფეთქებისას ძლიერი ხმაური იყო, შემთხვევის დროს კი  ერთი მამაკაცი დაიწვა.

დღის ამბები