26 აპრილი 2024,   07:15
ვრცლად
მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ახალი ინვესტორი ჯერჯერობით არ წარუდგენია

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ახალი ინვესტორი ჯერჯერობით არ წარუდგენია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონსორციუმთან კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა იმ ფორმატის შეხვედრა, რომელიც უკვე გაიმართა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან," აღარ ჩატარებულა.

ცქიტიშვილმა ასევე კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებასაც უპასუხა, რომელიც  150-მილიონიანი ფონდის შექმნას ეხებოდა და 400-მილიონიანი სესხის გარანტიის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

დღის ამბები