02 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
თეა წულუკიანი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამსტერდამში არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ნიდერლანდური მოდელი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსათვის. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ამსტერდამში მსოფლიოში  ერთადერთი, პილოტურ რეჟიმში მოქმედი რეფორმა ხორციელდება, რაც 8-9 ბავშვის ერთ საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებას გულისხმობს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავსი რეფორმის განხორციელება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

ვიზიტი ნიდერლანდებში ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის თანადგომითა და დაფინანსებით ხორციელდება და ის 7 ნოემბერს დასრულდება.

დღის ამბები