26 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ითხოვს

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, რადგან მან, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენება დაუშვა.

ეს განცხადება ლევან ვასაძემ დღეს ვერის პარკში გააკეთა, სადაც თანამოაზრეებთან ერთად ფილმის- „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებას, მეორე დღეა აპროტესტებს. 

ლევან ვასაძემ დღესვე ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

შეგახსენებთ,რომ ვერის ბაღში "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი საქართველოს კინოთეატრებში ფილმის  "და ჩვენ ვიცეკვეთ"ჩვენებას აპროტესტებენ.

კინოთეატრებთან  მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და  ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. პოლიცია მოქალქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შს სამინისტრო კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

დღის ამბები