26 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
გორში სანადიროდ წასული 32 წლის მონადირე გარდაცვლილი იპოვეს

გორში, სოფელ ოლოზში, მონადირის ცხედარი იპოვეს. როგორც "კურიერს" ატენის გამგებელმა უთხრა, სანადიროდ წასულ ჯგუფს 32 წლის მამაკაცი ჩამორჩა, მოგვიანებით კი ამავე ჯგუფმა მისი ცხედარი ხევში გარდაცვლილი იპოვა.

ნუგზარ მძინარაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ვერსიას არ ადასტურებენ. უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. 

დღის ამბები