26 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა 35 წლის მონადირის გარდაცვალების მიზეზი

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - დღეს გორის რაიონის სოფელ ოლოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, 35 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მეზობლები განზრახ მკვლელობის ფაქტს არ ადასტურებენ და "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილს მტრები არასოდეს ჰყოლია. გარდაცვლილის მეზობლები და ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომ გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდეს.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილს ჭრილობები თავის არეში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული. "კურიერის" ინფორმაციით, ის ტყეში სანადიროდ იყო წასული, რა დროსაც მონადირეთა ჯგუფს ჩამორჩა, მოგვიანებით კი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დღის ამბები