26 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
"ქართული ოცნება" გადაჰყვება ამ ინიციატივის ჩაგდებას - ნიკა მელია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა მოსალოდნელია, რომ ისევ ხმაურის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკურ მასკარადში ადანაშაულებს და თვლის, რომ მთავრობა, დადგმული სცენარით, ცდილობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხელი შეუშალოს. მათი შეფასებით, თუ კანონპროექტი ჩავარდა "ქართულ ოცნებას" ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდება ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს:

"ქართული ოცნება" გადაჰყვება ამ ინიციატივის ჩაგდებას, ვინაიდან ხალხთან შეთანხმება იქნება დარღვეული და იქნება ლეგიტიმური საფუძველი, რომ ხალხი მშვიდობიანად გამოვიდეს გარეთ და ხმა ასე გააგონონ "ქართულ ოცნებას,"- განაცხადა ნიკა მელია.

შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატები ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.

დღის ამბები