10 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
ომი გამოუცხადეს ქართველ ხალხს, აქციები იქნება მასშტაბური და უწყვეტი - ნუგზარ წიკლაური

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მოქალაქეებს საარჩევნო ხმის მიცემის უფლება წაართვა.

მისი განმარტებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ქვეყანაში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამოიწვევს.

"ყველანი ვხედავთ, რომ წილი ნაყარია, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, რომ მიგვეღწია ცვლილებებისათვის მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით, იქნა უარყოფილი. ხალხს წაართვეს არჩევანი და ჩვენ ყველას ერთად დაგვრჩენია ერთადერთი გზა, რომ ამ მდაბიო მოძალადეს, რომელიც აუქმებს საქართველოში დემოკრატიას და მომავალს გავცეთ პასუხი. ჩვენ ვხედავთ, რომ ომი გამოუცხადეს მოქალაქეებს და ამბობენ, რომ რახან თქვენ აღარ აგვირჩევთ, ამიტომ საერთოდ გავაუქმებთ საარჩევნო უფლებას. ამის დაშვება არის შეუძლებელი. შესაბამისად, აქციები იქნება მასშტაბური და უწყვეტი," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დღის ამბები