07 დეკემბერი 2019,   20:54
ვრცლად
ყველა ერთიანი პოზიცია აქვს - პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა - ეკა ბესელია ოპოზიციის გეგმებზე

"ლეიბორისტულ პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ლიდერების პოზიციები ერთიანია.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ამბობს, რომ აუცილებელია, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა, როგორ წარიმართება ქვეყანაში მოვლენები, ბიძინა ივანიშვილის არჩევანზეა დამოკიდებული.

"ყველას ერთიანი პოზიცია აქვს - პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ძალაში რჩება. არ შეიძლება შეგუება იმის, ახლა რაც ხდება. ეს არის ღია გამოწვევა ხალხის და ამაზე პასუხი არის ჩვენი ყველასი ერთიანი პოზიცია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამის გარეშე არჩევნების ჩატარება იქნება დაცინვა ყველაფრის და აბუჩად აგდება და ყველა დანაპირების ფეხქვეშ გათელვა. უნდა გვქონდეს ამაზე ერთიანი პოზიცია და ამაზე შევჯერდით და ყველა შემდეგი ნაბიჯი, რომელიც დაიგეგმება და გაცხადდება იქნება მიმართული იქით, რომ მივაღწიოთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ეს არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებებით მოხდეს საბოლოოდ ხელისუფლების შეცვლა," - აცხადებს ეკა ბესელია. 

დღის ამბები