10 მაისი 2024,   05:17
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნების ჩატარების კონსტიტუციური საფუძველი დღეს არ არსებობს - მამუკა მდინარაძე

"ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი კონსტიტუციური საფუძველი დღეს არ არსებობს.

მისი თქმით,  2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე მაჟორიტარმა "ნაცების დაორგანიზებული აქციის" გამო მიიღო.

"პროექტს ბევრმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რომელმაც შემდეგ ის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც გუშინ შევხედეთ. იყვნენ დეპუტატები, მათ შორის, რამდენიმე და არა ერთი, რომლებმაც გუშინდელი უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გაიმყარეს პოზიციები და მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მათ შორის გარეთ, ნაცების მიერ დაორგანიზებული აქციის და მონის ძახების ფონზე, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მათგანში კიდევ უფრო გამყარდა.

როდესაც 100-ზე მეტი ხმით გადის რომელიმე კანონპროექტი, მას სჭირდება მეორე მოწვევის პარლამენტის თანხმობა იგივე წესით, კონკრეტული ნორმა ძალაში რომ შევიდეს. ამ შემთხვევაში, ამას აზრი აქვს დაკარგული, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია 2020 წლის არჩევნებზე. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი კონსტიტუციური საფუძველი დღეს არ არსებობს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები