26 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
"ჩვენ აქ ვიქნებით ბოლომდე" - ცეცხლი, კარვები და ბარიკადები რუსთაველის გამზირზე 

პარლამენტის შენობის წინ პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. მათ მიტანილი აქვთ შეშა და კასრებში ცეცხლი დაანთეს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიშლებიან მანამდე, სანამ მათი სამი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება.

აქციაზე შეკრებილების მოთხოვნები უცვლელია, გადადგეს ხელისუფლება, დროებითი მთავრობის დაკომპლექტება და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, რუსთაველის გამზირიდან არ წავლენ და პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ.

მოქალაქეების თქმით, ისინი თავს მოტყუებულებად გრძნობენ.

"წვიმა იქნება, თოვლი იქნება, უფრო აცივდება, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის პრობლემა. ჩვენ აქ ვიქნებით ბოლომდე, მანამ სანამ ეს ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქცია რუსთაველზე 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ტერიტორია შემოსაზღვრულია ბარიკადებით.

დღის ამბები