26 აპრილი 2024,   06:38
ვრცლად
"კალაძე ფინია ძაღლივით დასდევდა სააკაშვილს..." - ალექსანდრე ელისაშვილი 

"სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის, განცხადებას გამოეხმაურა.

ელისაშვილმა აქცენტი კალაძის განცხადების იმ ნაწილზე გააკეთა, სადაც თბილისის მერი აქციაზე მხოლოდ "ნაციონალების" ყოფნაზე საუბრობდა და განაცხადა, რომ წლების წინ კალაძე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, "ფინია ძაღლივით დასდევდა". 

"კალაძემ თქვა, მარტო ნაციონალები დგანან აქციაზეო. მე ვდგავარ აქ, ალეკო ელისაშვილი, გამოვიდეს კალაძე და თქვას ჩემზე, რომ ნაციონალი ვიყავი. ერთი ნახოს, აბა, იმ 9 წლის განმავლობაში, მე რა პოზიციაზე ვიყავი და თვითონ, რომ ფინია ძაღლივით დასდევდა სააკაშვილს, ეგეც კარგად გაიხსენოს, ეგეც ძალიან კარგად მახსოვს. ფეხს არ მოვიცვლი არც მე, არც ჩემი მხარდამჭერები და არც არავინ აქედან, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე პროპორციული არჩევნები. ამაზე ადამიანური რა უნდა მოვითხოვოთ?! იმისთვის, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები და არ იყოს რადიკალიზაცია,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები