26 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
დიმიტრი ცქიტიშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან ერთად ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დიმიტრი ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ მასთან ერთად წასულ დეპუტატებთან ერთად, ფრაქცია შექმნას.

"კონსულტაციები არ მაქვს არავისთან, ძირითადად ურთიერთობა მაქვს თამარ ხულორდავასთან და თამარ ჩუგოშვილთან. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ გამოიკვეთება ის ხალხი, ვისაც ერთნაირი აზრი და დამოკიდებულებები გვაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ ამან ფრაქციის ფორმა მიიღოს," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და მმართველი გუნდის კიდევ 8 დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობა და უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღის ამბები