26 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
თუ მოხდება პარლამენტის ბლოკირება, იქნება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მიერ - კახი კალაძე

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა თუ პარლამენტის ბლოკირება მოხდება, შესაბამისი სამსახურებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები კანონის ჩარჩოებს არ გაცდნენ.

"ვერავინ ვერ შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანებს აქვს უფლება გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს აქვს თავის ფორმა და მთავარია ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ შეუზღუდავს ამ ადამიანებს გამოხატონ თავიანთი მოსაზრება, თუ იქნება ბლოკირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები