26 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე დეპუტატებს მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას ურჩევს

მოსახლეობის 70%-ზე მეტი მაჟორიტარულ სისტემას ითხოვს - განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ. 

მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მოსახლეობაში მაჟორიტარული სისტემის მოთხოვნა არსებობს და დეპუტატებმა ხალხის ეს მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ. დიმიტრი ხუნდაძე მის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აქტიურ მუშაობას იწყებს. 

“მოვაგროვებთ 200 ათას ხმას, პარალელურად, თემას საზოგადოებაში კიდევ უფრო აქტუალურს და კიდევ უფრო ჟღერადს გავხდით. როცა მოსახლეობის 70%-ზე მეტი მოითხოვს მაჟორიტარულ სისტემას, დეპუტატები გახდებიან კარგი გაგებით იძულებული, რომ გაითვალისწინონ მოსახლეობის აზრი“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

დეპუტატი სრულად მაჟორიტარულ არჩევნებზე საუბრობს და თანამოაზრეებთან ერთად კანონპროექტს ბიუროზე უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებს. 

დღის ამბები