07 დეკემბერი 2019,   20:59
ვრცლად
არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს - შსს წარმომადგენელი ივანიშვილის სახლთან შეკრებილებს აფრთხილებს

სოლოლაკში, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან შეკრებილ დემონსტრანტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეიკრიბნენ, სადაც საპროტესტო კამპანიის ფარგლებში, ბოქლომის კარზე შებმა სურდათ. ბიზნესცენტრის შესასვლელთან მათ სამართალდამცველები დახვდნენ.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ შეკრებილებს მოუწოდა, პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

"ვუხსნით და მოვუწოდებთ ამ ხალხს, დაიცვან სიმშვიდე, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ჩვენს ყველა კანონიერ მოთხოვნებს და გამოხატონ აზრი ამ ტერიტორიაზე," - აღნიშნა კახა ბუხრაძემ.

დღის ამბები