13 დეკემბერი 2019,   06:09
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილი NATO-ში გაწევრიანების მომხრეა და რუსეთს მთავარ მტრად მიიჩნევს - საოკუპაციო რეჟიმი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ უშიშროების სამსახური ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაკითხვის დეტალებს ავრცელებს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის სააგენტო Рес-ი აქვეყნებს.

"დაკითხვის დროს ვაჟა გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ მან საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან სურდა "სოფელ მონასტრის ეკლესიას სწვეოდა", მაგრამ ამასთან ვერ შეძლო მკაფიოდ ესაუბრა საკუთარ რელიგიურ შეხედულებებზე და რწმენაზე.

ასევე ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ეპასუხა თავისი პარტიული კუთვნილების შესახებ დასმულ კითხვებზე და განაცხადა, რომ არის NATO-ში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მომხრე. ის საზღვრის დარღვევას განიხილავს, როგორც "საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების უფლების კანონიერ განხორციელებას", სამხრეთ ოსეთს თვლის "საქართველოს ტერიტორიად, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ,"  ხოლო რუსეთს საქართველოს სახელმწიფოს მთავარ მტრად მიიჩნევს. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, ის როგორც საქართველოს მოქალაქე იტოვებს უფლებას აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ, ნორმატიული აქტის ცვლილება,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები