26 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
უმრავლესობის ყოფილი წევრი ერთპარტიული მმართველობის რისკებზე ალაპარაკდა - მარიამ ჯაშის განცხადებას "ოცნებაში" აბსურდულს უწოდებენ

მმართველი პარტიის მიმართ მარიამ ჯაშის კრიტიკულ განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო ერთპარტიული მმართველობის განმტკიცების რისკებზე, "ქართულ ოცნებაში" არასერიოზულად აფასებენ.

უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება და ოპოზიციასაც სიტყვის სრული თავისუფლება აქვს.

"მარიამ ჯაში მინდა დავამშვიდო, რომ არასოდეს საქართველოში არ დაბრუნდება ის რაც 2012 წელს დამთავრდა და ერქვა ერთპიროვნული მმართველობა. ეჭვები იმის თაობაზე, რომ ვიღაცას სურს დაიქვემდებაროს პოლიტიკური სიტუაცია, ეს არის ისეთი აბსურდი, რომლისაც არ ჯერა არც ჩვენ მოსახლეობას და არც საერთაშორისო საზოგადოებას," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობიდან წასულმა მარიამ ჯაშმა ერთპარტიული მმართველობის განმტკიცების რისკებზე გუშინ ისაუბრა:

"2024 წლიდან საკონსტიტუციო ჩანაწერით ჩვენ გვაქვს გარანტირებული პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. აღნიშნული პირობის გაწვევამ გააჩინა კითხვები, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებაში. ნებისმიერი მსგავსი ნაბიჯი შეიძლება იყოს აღქმული, როგორც მცდელობა მმართველი პარტიისა, რომ შეინარჩუნოს აბსოლუტური უმრავლესობა და შესაბამისად ეს დემოკრატიის პროცესებს ნამდვილად არ უწყობს ხელს," - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები