10 მაისი 2024,   01:08
ვრცლად
ბრიტანეთის პრინცი, შესაძლოა, სექსუალური შევიწროების ხუთ საქმეზე დაკითხონ

ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო პრინც ენდრიუს ჩვენების მიცემა მოუწევს, ამის შესახებ BBC-ს იმ ხუთი ქალის ადვოკატმა განუცხადა, რომელიც ამერიკელ მილიარდერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ბრიტანეთის პრინცი სკან­დალ­ში პირ­ვე­ლად 2015 წელს გა­ეხ­ვა, რო­დე­საც ფინანსისტის ერთ-ერთმა სავარაუდო მსხვერპლმა, ვირ­ჯი­ნია რო­ბეტსმა ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სამართლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. რო­ბერტსი ამ­ტკი­ცებს, რომ ეპშტეინი აი­ძუ­ლებ­და, მის მდი­დარ და ცნო­ბილ მე­გობ­რებ­თან სექ­სი ჰქო­ნო­და, მათ შო­რის იყო პრინ­ცი ენ­დრი­უც, რომელიც ფინანსისტს სახლში ხშირად სტუმრობდა.

როგორც დაზარალებული ქალების ადვოკატი დევიდ ბოუისი ამბობს, პრინცი ენდრიუ არაერთხელ შესწრებია სექსუალური შევიწროების ფაქტებს და თანამშრომლობის შემთხვევაში, ხუთივე საქმეზე მნიშვნელოვანი მოწმე იქნება.

თავად იორკის ჰერცოგი კი ამტკიცებს, რომ ეპშტეინი საეჭვო საქმიანობაში არასოდეს შეუმჩნევია და ვირჯინია რობერტსთან სექსუალურ კავშირსაც უარყოფს. მას არც ცნობილი ფოტოს გადაღების მომენტი ახსოვს, სადაც არასრულწლოვან რობერტსთან არის გადაღებული და ამბობს, რომ ქალს არასოდეს შეხვედრია.

როგორც ბრიტანული მედია წერს, პრინცის საქმეს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.

დღის ამბები