10 მაისი 2024,   03:46
ვრცლად
აშშ-ში შტორმისა და დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმისა და დიდთოვლობის გამო ნიუ-იორკის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის გამო მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

სან-ფრანცისკოს, ბოსტონის, ფილადელფიის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის აეროპორტებში 4 000-ზე მეტი ავიარეისია გაუქმებული. ბოსტონში თოვლის საფარის სიმაღლე 15 სანტიმეტრს აღწევს.

გაუარესებული ამინდის გამო ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. სინოპტიკოსები დიდთოვლობას სხვა შტატებშიც ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები