02 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
"ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი - ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარებმა სრულად მაჟორიტარული კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილება მიიღეს

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, გუნდში დაპირისპირება  სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მოხდა და, საბოლოოდ, მათ კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილება მიიღეს. 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მან უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სთხოვა საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩაეყენებინა.

"გაგრძელდა დიდხანს. სამწუხაროდ, იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იქნას ინიცირებული. უმრავლესობის ლიდერს აქვს პრინციპული წინააღმდეგობა. ამ ინიციატივას საინიციატივო ჯგუფში ჰყავს მომხრე 10 დეპუტატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ 10 დეპუტატი. უმრავლესობაში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ჩვენ უფრო მეტ პერსპექტივას ვხედავთ ხალხში.

მეტ დეტალებში ვერ შევალ, რა საუბარი გვქონდა უმრავლესობის ლიდერთან და შიგნით გუნდში, ვფიქრობ, ეს არის შიდა პარტიული საკითხები, თუმცა ერთს გაგიმხელთ, რომ ერთ-ერთი ჩემი მოთხოვნა იყო, რომ მას ჩაეყენებინა საქმის კურსში პარტიის ლიდერი. თუმცა, არ ვიცი, ის ამას გააკეთებ თუ არა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

დღის ამბები