26 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
მთავრობას ვთხოვე, პატივი სცეს ოდირის რეკომენდაციას - EuroNest-ის წევრები 

ევროპარლამენტარები ოპოზიციასთან გამართულ ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია და მთავრობას მოუწოდებენ პატივი სცენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

ევროპარლამენტარმა, ვაიოლა ფონკრამონმა, დასავლელი პარტნიორები დიალოგს უალტერნატივოდ მიიჩნევენ, რადგან მიმდინარე პოლიტიკური ვითარება კრიზისში არ გადაიზარდოს.

"საინტერესო შეხვედრა გვქონდა ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან და მათ შორის მმართველ პარტიასთანაც. ახლა ჩვენს ინტერესებში შედის ამ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერება. მხარს ვუჭერთ, პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც უკვე დაწყებულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო ინიცირებული. მთავრობას ვთხოვე, რომ ოდირის რეკომენდაციას პატივი სცეს რაც ძალიან მნიშვნელოვანია,"  ვაიოლა ფონკრამონმა.

ევროპარლამენტარებმა მოსამართლეების შერჩევის პროცესზეც გააკეთეს კომენტარი, მათი თქმით ქვეყნის დემოკრატიისათვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

"საქართველოს სურს, რომ ევროპის მეგობარი იყოს, ამიტომ ევროპასთან მიახლოების გზა არის სამართლიანი არჩევნები. საქართველოს სჭირდება სამართლიანი საარჩევნო სისტემა, არავის მიზანი არ არის საქართველოს დესტაბილიზაცია ყველას სურს მშვიდობა,"- განაცხადა ევროპარლამენტარმა, ჰემლუტ გეიუკინგმა.

დღის ამბები