02 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
"მშიერი ხელოვანის პერფორმანსი" - ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა 120 ათას დოლარად შეფასებული ბანანი შეჭამა

"მშიერი ხელოვანის პერფორმანსი" - ამრიკაში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა დევიდ დათუნამ, სოციალური ქსელების ყველა რეიტინგი მოხსნა.

"ბიბისი", "ენბისი", "ნიუ იორკ თაიმსი", "გარდიანი" და სხვა ცნობილი მედიასაშუალებები ყვებიან ამბავს, რომელიც მაიამიში მოხდა.

თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ გამოფენაზე, ცნობილმა არტისტმა მაურისიო კატელანმა ბანანით ინსტალაცია შექმნა.

ნამუშევარი, რომელიც 120 ათას დოლარად გაიყიდა, ჯერ კიდევ მაიამის ხელოვნების გალარეაში ეკიდა, როცა ქართველმა მხატვარმა დევიდ დათუნამ ის ჩამოხსნა და შეჭამა.

"პატივს ვცემ მაურიციოს, თუმცა, ესაა არტპერფორმანსი მშიერი არტისტი" - ასე ახსნა საკუთარი ქმედება ნიუ იორკში მოღვაწე ქართველმა არტისტმა. 

დღის ამბები