26 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
აშშ დისკუსიას მხარდაჭერას უცხადებს, ვიმედოვნებთ ეს შეხვედრა ნაყოფიერი იქნება - ელიზაბეთ რუდი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი კმაყოფილია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი გრძელდება. ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ აშშ-ს დიალოგის ნაყოფიერების იმედი აქვს.

"გასულ კვირას მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და დაიწყო დიალოგი ნდობის აღდგენისთვის. დღეს საღამოს მეორე რაუნდია. მოველი, რომ გაგრძელდება დისკურსია, რომლის მიზანი შედეგის მიღწევა იქნება. აშშ კმაყოფილია და პროცესს მხარდაჭერას უცხადებს და იმედია, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი იქნება,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. 

დღის ამბები