26 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
შევჯერდით მაჟორიტარების შერჩევაზე მრავალმანდატიან ოლქებში - აკაკი ასათიანი უმრავლესობასთან შეხვედრაზე

"ქართველ ტრადიციონალისტთა" კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი აღნიშნავს, რომ შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდა. ასათიანის თქმით, მმართველ გუნდს, დიპლომატების მიერ წამოჭრილ შეთავაზებაზე მსჯელობის დაწყებაზე დათანხმება მოუწია, რომელიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები სისტემას გულისხმობს. 

თუმცა, როგორც აკაკი ასათიანი აღნიშნავს, ამ კომპრომისებზე წასვლით არცერთი მხარე არ არის ბოლომდე კმაყოფილი.

"დადებითი შედეგით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, შევჯერდით მაჟორიტარების შერჩევაზე მრავალმანდატიან ოლქებში. კმაყოფილი არავინ არის, კომპრომისების დროს ეს ნათელია, მმართველი გუნდიც წამოვიდა ამ წინადადებაზე, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შედეგიანი იქნება, უბრალოდ ჯერ პრინციპები არ არის დადგენილი," - განაცხადა აკაკი ასათიანმა.

დღის ამბები