26 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთმა "ფიფას" პრეზიდენტი მოისყიდა - აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ანგარიში

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში ასევე შეიცავს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, კრისტოფერ სტილის მოხსენებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მათ ქვეყანაში ჩატარებასთან დაკავშირებით, "ფიფას" მაღალჩინოსნები მოქრთამა.  

"2011 წლის ივლისში სტილმა წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც მოკლედ ასახულია რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის სავარაუდო საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, პუტინმა აღიარა, რომ რუსმა ოლიგარქმა "ფიფას" პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მოისყიდა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გამართულიყო,"- ნათქვამია 
430-გვერდიან ანგარიშში.

2012 წელს სტილმა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ორ ბრიტანელ ჩინოვნიკს გააცნო, რომლებიც "ფიფას" ხელმძღვანელების სავარაუდო მოქრთამვის თაობაზე ინფორმაციას ფლობდნენ. სტილის ანგარიშმა აჩვენა, რომ კრემლის ჩინოვნიკმა  "ფიფას" ხელმძღვანელთა მოქრთამვა აღიარა.

დღის ამბები