26 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
გვარების უკან, რომელსაც ხვალ სათითაოდ კენჭი უნდა უყარონ, დგას ადამიანების ტრაგედია - ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კოლეგებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ გაამწესონ მოსამართლეები უვადოდ.

ბესელია დეპუტატებს მოსამართლეების წარსულს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს.

"ამ გვარების უკან, რომელსაც ხვალ სათითაოდ კენჭი უნდა უყარონ, დგას ადამიანების ტრაგედია, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, უსამართლო ვერდიქტები, რაც ნიშნავს, რომ ისევ წარსულ ძალადობრივ რეჟიმში აბრუნებენ ქვეყანას. წინ ვერ წავა ქვეყანა, ვერ გადავდგამთ დემოკრატიისკენ ნაბიჯებს. უნდა დაფიქრდნენ, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების უკან მათ უნდა აიღონ გადაწყვეტილება მომავალზე,"- განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ხვალ უყრის კენჭს. 

დღის ამბები